გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Associated Press: ქართველი ლიდერი ნატოს მომავალს ხედავს, რუსეთის მიმართ კი ხისტ ხაზს ეძებს

11-06-2019

"Associated Press"-ი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე წერს. 


"საქართველოს პრეზიდენტს სურს, რომ დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთთან დაკავშირებით მეტი გააკეთონ, მან ასევე აღნიშნა „ძალიან მძიმე ზეწოლა,“ რომელსაც რუსეთი მისი ერის წინააღმდეგ იყენებს, რადგან ქვეყანა ევროპასთან ინტეგრაციის „ბუნებრივ გზას“ მიჰყვება.

სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დეკემბერში პირველი ქალი პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, ორშაბათს, ინტერვიუს დროს, დაჟინებით განაცხადა ჟენევაში, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანდება.

„მე არ მაქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც იქ მიგვიყვანს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა, ფრანგმა დიპლომატმა, რომელიც საფრანგეთში, ქართულ ოჯახში, დაიბადა. „თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენი გზა ნატოსკენ წარმატებით დასრულდება, რაც ძალიან ნათელია - ასევე, იქნება ევროკავშირში - შესაძლოა სხვადასხვა საშუალებით, მაგრამ პარალელურად.

ზურაბიშვილი, ასევე ელის რომ საქართველო დაიბრუნებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, პროვინციებს, რომლებზეც კონტროლი საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა. რუსეთი ორივე რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს და ორივე მათგანში სამხედროები ჰყავს განთავსებული.

ზურაბიშვილი მათ „ოკუპირებულ ტერიტორიებს“ ეძახის. რუსეთი ამტკიცებს, რომ მან საქართველოში ჯარი მას შემდეგ გაგზავნა, რაც საქართველომ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა განახორციელა.

„თანდათან, ვფიქრობ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა აცნობიერებს იმას, რომ პერსპექტივა არ არის ჩრდილოეთით (რუსეთთან),“ განაცხადა ზურაბიშვილმა.

67 წლის ზურაბიშვილი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლის იუბილეზე ჟენევაში იმყოფებოდა, რომელიც ორშაბათს გაიხსნა. რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი, ასევე იყო ქვეყნების იმ უმაღლეს თანამდებობის პირთა შორის, რომელიც ღონისძიებას ესწრებიან.

რადგან საქართველომ 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა - მედვედევის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის დროს - ქართველების მოკავშირეებს დასავლეთით მოეთხოვებათ რუსეთთან საქართველოს ხანგრძლივი ტერიტრორიული პრობლემის საკითხის დაყენება.

„მათ, საქართველოს თაობაზე, მეტი უნდა ისაუბრონ პირდაპირი შეხვედრების დროს. ეს თემა უნდა იყოს დღის წესრიგში რუსეთთან ყოველი შეხვედრის დროს,“- განაცხადა მან.

ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქე მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს ელჩი იყო საქართველოში და შემდეგ უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს საფრანგეთში შეხვდა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა - ნათქვამია სტატიაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930