გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: არ მინდოდა მენახა დამონებული ევროპა, ამისთვის არ გვიბრძოლია. თურმე ეს ყველაფერი სიყალბე ყოფილა; ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხეს, პასუხიც იქნება!

25-04-2024

„ევროპარლამენტმა სავალალო შეცდომა დაუშვა - მათ ქართველ ხალხს ევროპა გადაახაზვინეს! მთელი ჩვენი ბრძოლა წლების განმავლობაში, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანი ყოფილიყო, ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს," - ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას და დასძენს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ევროპამ ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა.


თამარ ჩიბურდანიძე თავის პოსტში წერს იმასაც, რომ საქართველოს ისტორია მარადიულია, ვიდრე იმ ევროპის, რომელმაც ქრისტიანობას უღმერთობა ამჯობინა, ოჯახურ ღირებულებებს გარყვნილება, თავისუფლებას - მონობა.


„ერთი კითხვა მაქვს, ნუთუ მართლა ჰგონიათ ჯერ კიდევ ცოტა ხნით ევროპარლამენტარებს, რომ ამ რეზოლუციით ან ბიძინა ივანიშვილს, ან ქართველ ხალხს შეაშინებენ? თუ ქართულ საზოგადოებას ოპოზიციის იმ მცირერიცხოვანი აქციებით აფასებენ? ცუდი წარმოდგენა ჰქონიათ ქართველ ხალხზე, არც ქართველი კაცის გაბრაზება სცოდნიათ.


ევროპარლამენტმა სავალალო შეცდომა დაუშვა - მათ ქართველ ხალხს ევროპა გადაახაზვინეს! მთელი ჩვენი ბრძოლა წლების განმავლობაში, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანი ყოფილიყო, ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს. ისედაც ძალიან გვიჭირდა საზოგადოებისთვის დაგვესაბუთებინა, თუ რატომ გვჭირდება ევროკავშირში გაწევრიანება.


ყველანაირი ღირებულებების განადგურების შემდეგ დღეს უკვე ესეც იკადრეს. არ მინდოდა მენახა დამონებული ევროპა, ამისთვის არ გვიბრძოლია. თურმე ეს ყველაფერი სიყალბე ყოფილა. ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხეს, პასუხიც იქნება!


საქართველოს ისტორია ბევრად უფრო ძველია, ვიდრე ევროპის და საქართველოს ისტორია მარადიულია, ვიდრე იმ ევროპის, რომელმაც ქრისტიანობას უღმერთობა ამჯობინა, ოჯახურ ღირებულებებს გარყვნილება, თავისუფლებას - მონობა. თუკი მკვლელი სააკაშვილი არის დღევანდელი ევროპის სიმბოლო, თუკი გამჭვირვალობა მიუღებელია დემოკრატიისთვის, მაშინ მე ასეთი ევროპა არ მინდა!!”, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031