გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები რეტრო მედია ინტერვიუ
შალვა ხაჭაპურიძე: სააკაშვილი თავის გადასარჩენად ყველაფერზე წავა... როცა ვამბობ, რომ რუსეთის კაცია, არ სჯერათ! (რეტრომედია)

21-12-2022

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდებს ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ინტერვიუდან, რომელიც მან გაზეთ "ალიას" სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისცა:


-  "ალია": ბატონო შალვა, რა ინფორმაცია გაქვთ, უცხოეთიდან ბიზნესმენებს რომ ეპატიჟებიან, ამბობენ, მათ ციხე ელისო...


-  შ.ხ. მაქვს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მოუწოდა რუს ბიზნესმენებს, ვიზებს ვაუქმებ და ჩამოდით, ინვესტიციები ჩადეთო, ხელისუფლებამ რამდენიმე ჯგუფი გაგზავნა არა მარტო რუსეთში, არამედ თურქეთში, საბერძნეთში, უკრაინაში... შეხვდნენ იქ მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს, უთხრეს, ჩამოდით, თქვენი ბიზნესპარტნიორებიც წამოიყვანეთ, ინვესტიციები ჩადეთ და იმუშავეთო. არ ვიცი, ვინმე დაითანხმეს თუ არა, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ესენი მართლა ინვესტორებს კი არ ეძებდნენ, უნდათ, არჩევნებისთვის რაც შეიძლება მეტი თანხა მოიძიონ...


- "ალია": რა ვიცი, ხელისუფლებაში მილიარდები იშოვესო და ამ უცხოელი ბიზნესმენების იმედზე რატომ იქნებიან?


- შ.ხ. კი, ბატონო, იშოვეს და ბიუჯეტიც მაგათ ხელშია, მაგრამ ამათ სახე დაკარგეს და შეეცდებიან, ფულით მოიგონ არჩევნები, რაც ძალიან ძვირი დაუჯდებათ. ახლა ბიუჯეტიდან რომ ასეულობით მილიონი დახარჯონ, რა შეუშლით ხელს, მოგელაძე შეამოწმებს? მაგრამ საქმე ისაა, რომ ბიუჯეტიდან დიდი თანხის დახარჯვით მიზნობრივ პროექტებს მოაკლდება და ძალიან "იყვირებს", თავიანთ ფულს კი  ცოცხალი თავით არ ამოიღებენ ჯიბიდან, რადგან არ იციან როდის გაუხდებათ საქმე გასაქცევად.

გეუბნებით, ათასნაირი გარანტიით შეეცდებიან უცხოეთში მცხოვრები ქართველი, რუსი და ა.შ. ბიზნესმენების ჩამოტყუებას და ბევრს აწყევლინებენ თავბედს.


- "ალია": როგორც ამბობენ, უცხოელები აქაურობას ლამის ლუპით აკვირდებიან და რაში აწყობს ხელისუფლებას ხმაურიანი დაპატიმრებები და სკანდალების აგორება, მითუმეტეს თუ რუსი იქნება...


- შ.ხ. როცა ვამბობ ხოლმე, რომ სააკაშვილი რუსეთის კაცია, არ სჯერათ. მე ვიცი რამდენიმე ფაქტი, რომ პატიმრობაში მყოფმა რუსეთის რამდენიმე მოქალაქემ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით არაერთი წერილი გაუგზავნა თავის ხელისუფლებას, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. ან ებრაელი ბიზნესმენები გაიხსენეთ, რამდენი ხანი ტანჯეს ციხეში? რამდენი ხანი გვარწმუნებდნენ, რომ ეს ადამიანები თაღლითები არიანო და მანამდე არ გაუშვეს, სანამ დიპლომატიური სკანდალი არ აგორდა.


არაერთხელ მითქვამს, რომ სააკაშვილი თავის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი. აგერ, არ უსმინეთ უცხოეთის საელჩოებსაც ღიად დაუპირისპირდა და მისგან რაიმე იქნება გასაკვირი?


NSP.GE

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031