გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტში კომიტეტის სხდომებს გამართავს

11-02-2018

მიმდინარე წლის 12-13 თებერვალს, თბილისში, საქართველოს პარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომა გაიმართება:
• პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტი;

• ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტი;

• ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური
დაახლოების კომიტეტი;

• სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების
კომიტეტი.

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის საქართველოს პარლამენტს ეწვევა ევროპარლამენტის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, სომხეთის საპარლამენტო დელეგაციები.

პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე განხილული იქნება უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებაში. აღნიშნულ საკითხზე მოხსენებას გააკეთებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტისწევრი გუნარ ჰოკმარკი. სხდომაზე ანგარიშს წარადგენს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი.

ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტი განიხილავს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მიმდინარე თანამშრომლობას ენერგეტიკული ეფექტურობისა და ენერგეტიკული მდგრადობის სფეროში.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების ახლადშექმნილი სამუშაო ჯგუფი (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) იმსჯელებს ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.
ეკონომიკური კომიტეტი მთავრობის წარმომადგენლების და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით განიხილავს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პერსპექტივებს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

სოციალური კომიტეტი იმსჯელებს დასაქმებულთა სოციალური დაცვის თემატიკაზე და ტუბერკულოზთან ბრძოლის მეთოდებზე.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის საპარლამენტო ინსტიტუტი, რომელიც შედგება ევროპარლამენტისა (60 წევრი) და აღმოსავლეთევროპული ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებისგან (10 წევრი თითოეული ეროვნული პარლამენტიდან: აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა. ბელორუსისმონაწილეობა დროებით შეჩერებულია პოლიტიკური მიზეზების გამო). საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში 10 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრია. აღნიშნული ფორუმისაპარლამენტო კონსულტაციების და ევროინტეგრაციულ პროცესებზე ზედამხედველობის გზით ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორისპოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930