გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაიკლ პომპეო: საქართველოსადმი ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით, მთელი რეგიონის უსაფრთხოება მიიღწევა

11-06-2019

საქართველომ საკუთარ მაგალითზე იცის, რამდენად მნიშვნელოვანია შეკავების პოლიტიკა, თავდაცვის ძლიერი სისტემა და უმაღლესი კატეგორიის პროფესიული უნარები, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

სახელმწიფო მდივნის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წილობრივად 2% თავდაცვის სფეროში არსებულ საჭიროებებზე იხარჯება უკვე. 

“ნატო-ს ყველა მოკავშირეს მოვუწოდეთ ამ სამიზნე ორიენტირის დაცვა. საქართველოს ნაბრძოლი აქვს მისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგ და რუსეთის მხრიდან სამშვიდობო შეთანხმების შეუსრულებლობის მომსწრე გახდა.რუსეთის აგრესიულობა არის იმ მიზეზთაგანი, რის გამოც ვამაყობთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით, რაც საქართველოს თავდაცვის სისტემის მზაობის პროგრამას ხმარდება. ჩვენ ქვეყანას წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებშიც ვეხმარებით, რათა საქართველოს ტერიტორიების დაცვა გახდეს შესაძლებელი. საბოლოო ჯამში ამ ძალისხმევით მთელი რეგიონის უსაფრთხოება მიიღწევა, რაც კარგია საქართველოსთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის”, - განაცხადა მაიკლ პომპეომ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031