გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენი სტრატეგიაა, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონულ ცენტრად და ამაში აშშ-ს მხარდაჭერა

11-06-2019

ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო ჩამოვაყალიბოთ რეგიონულ ცენტრად და როდესაც ვსაუბრობთ რეგიონული ცენტრის სტატუსზე, ბუნებრივია, გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მისი შშ-ში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიღებული იქნება ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც შეაჯერებს ათწლიან პერიოდს და განსაზღვრავს სამომავლო პარტნიორობის დღის წესრიგს.

„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვვნელოვანი კონსულტაციები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორტთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაშინგტონში. 10 წლის წინ შეიქმნა ეს უნიკალური პლატფორმა, რომელიც გულისხმობს აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. მე და სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო შევთანხმდით, რომ პლენარულ სესიაზე იქნება ერთობლივი დეკლარაცია მიღებული, რომელიც ერთგვარად შეაჯერებს ათწლიან პერიოდს, რომელიც გავიარეთ ერთად, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოგვიტანა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაშ და ამასთან ერთად, ფაქტობრივად განსაზღვრავს მომავალ დღის წესრიგს, რომ ჩვენ ყველა მიმართულებით ჩვენი სტტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და აშშ-სშორის ურთიერთობა ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა.

„ამას სჭირდება განსაკუთრებული გაფრთხილება და გაღრმავება. დოკუმენტში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებინ, რომელიც შეეხება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ტერიოტორიულ მთლიანობას, უკუპაციას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. ამასთან ერთად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, რომ ჩვენი წარმატება კიდევ უფრო გავამყაროით. ამავე დროის მნიშვნელოვანი აქცენტები იქნება გაკეთებული იმ სტრატეგიაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით აღნიშნული დოკუმენტი უახლოეს მომავალში იქნება საჯარო და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930