გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ: მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან არასერიოზულ საკითხებზე არ ვსაუბრობ

11-06-2019

არასერიოზულ საკითხებზე არ ვსაუბრობ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის თემა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპონენტებისგან კეთდება არასერიოზულ და ღიმილისმომგვრელი განცხადებები, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
მამუკა ბახტაძის თქმით, ბრიუსელში, სადაც აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნებოდა, ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ერთად იყო მიწვეული.

„მართლაც არასერიოზული განცხადებები მოვისმინეთ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან ვიზიტთან დაკავშირებით. საკითხი არის ძალიან მარტივი - ჩვენი ურთიერთობა აშშ-სთან და ევროკავშირთან არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე და საქართველო ნატოსთან ასე ახლოს ჯერ არასდროს ყოფილა. აქედან გამომდინარე, მე მაქვს ინტენსიური კონსულტაციები, რომ ჩვენ კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ ამ გზაზე, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები.

ბრიუსელში, ევროპის დედაქალაქში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს. იქ მიწვეულნი იყვნენ ევროპის ქვეყნის ლიდერებიდ ა მიწვეული ვიყავი მეც. რა არის ამაში გასაკვირი, ან კითხვის ნიშნის მქონე - პირიქით, ეს ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გვაქვს ინტენსიური დიალოგი, კონსულტაციები, რომ ვიყოთ უფრო წარმატებული იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სივრცეშ ინტეგრაცია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930