გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური: "ნაციონალებისთვის" არჩევნების შედეგი ცივი შხაპი იყო

12-06-2019

ვის ეძახიან ისინი კრიმინალებს? 350 ათასი პრობაციონერი იყო საქართველოში და თუ ამ ადამიანებს ჩვენმა ოპონენტებმა პოლიტიკური აქტიურობის უფლება ჩამოართვეს, ვერ გეტყვით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

ამით მან უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ კრიმინალების მობილიზების გზით გაიმარჯვა.

„მუდმივად ოპოზიციურ ტელეარხებზე თუ პარტიულ ტელევიზიაში, სატელევიოზიო სიუჟეტებში მათი მხრიდან მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ, აი, „ქართული ოცნება“ უკვე დაიშალა, რომ თითზე ჩამოსათვლელი ხალხი დარჩა მმართველ პარტიაში, რომ წაგებული გვაქვს ყველაფერი - 2020 წლის არჩევნებიც, შუალედური არჩევნებიც და ასე შემდეგ. იმდენი ისაუბრეს ამაზე და საკუთარი თავი ისე დაარწმუნეს ამაში, რომ მათთვის იყო ძალიან სერიოზული ცივი შხაპი ის შედეგები, რომელიც არჩევნებზე დადგა. ამიტომ მე არ მიკვირს, რომ ჩვენი ოპონენტები ეძებენ დამნაშავეებს ტელევიზიებში, ლაპარაკობენ ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებაზე და კრიმინალზე.

მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლიდან ჩვენ ჩავატარეთ ორი საპარლამენტო არჩევნები, ორი საპრეზიდენტო არჩევნები და ორი თვითმმართველობის არჩევნები და ყველა შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ დამაჯერებლად მოიგო. ვის ეძახიან ისინი კრიმინალებს? 350 ათასი პრობაციონერი იყო საქართველოში და თუ ამ ადამიანებს ჩვენმა ოპონენტებმა პოლიტიკური აქტიურობის უფლება ჩამოართვეს, ვერ გეტყვით.

რაც შეეხება იმ ერთ კონკრეტულ პირს, რომელზეც გიგა ბოკერია საუბრობდა, დარწმუნებული ვარ, რომ მასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები ან მოკვლევას დაიწყებენ, ან განმარტებას გააკეთებენ, იმიტომ რომ არავინ არ არის ყველა ინციდენტის გამოძიებაში ისე დაინტერესებული, როგორც მმართველი ძალა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930