გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
14 წლის გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში სიკვდილს ებრძვის

13-06-2019

14 წლის გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში სიკვდილს ებრძვის. გავრცელებული ინფორმაციით მიზეზი, სავარაუდოდ, ისევ სახიფათო თამაშის სასიკვდილო წესებია.

როგორც გოგონას მშობლები"კურიერთან" საუბრისას იხსენებენ, არასრულწლოვანი ტელეფონით შეტყობინებებს აგზავნიდა, შემდეგ კი ის ოთახში შევიდა. მოგვიანებით დედამ, საკუთარი შვილი საწოლზე, მომაკვდავ მდგომაროებაში ნახა.

„მეუბნებოდა ვგრძნობ, რომ უბედურება მელოდება, ფსიქოლოგთან წამიყვანე, დეპრესიაში ვარო. კარგი დედიკო, წაგიყვან-თქო. პარასკევს ჩამოვედი ზედა სართულიდან საძინებელში, რომ შევედი, ტელეფონი ეჭირა ხელში. გოგო, გაკვეთილები აიღე-მეთქი, ვუთხარი, დავინახე, რომ რაღაც თამაში იყო, ეს და გამორთო უცებ,“ - განაცხადა გოგონას დედამ, ინგა ბურდულმა. 

ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმის დადგენა, რამ განაპირობა მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. 

ექიმის განმარტებით გოგონა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031