გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„novayagazeta“(რუსეთი): ვიმედოვნებთ, რუსეთის ხელისუფლება, მათ შორის ვლადიმერ პუტინი გააგრძელებს მცდელობას საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მიზნით

12-02-2018

რუსული გამოცემა «Новое время» აქვეყნებს სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მურატოვის სტატიას, სადაც ავტორი არ ეთანხმება თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედიის ოფიციალური გამოძიების ვერსიებს და მიიჩნევს, რომ ამ ტრაგედიის მიზეზების საქართველოსთვის გადაბრალება არასწორია.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ 7-8 თებერვალს ალექსანდრე ხინშტეინის ახალი წიგნის ფრაგმენტები გამოქვეყნდა. ამჯერად იგი [საბჭოთა კავშირის] გენპროკურატურის მასალებზე საუბრობს, რომლებიც 1989 წლის თბილისში მომხდარ მოვლენებს ეხება.


ალექსანდრე ხინშტეინის პოზიცია გასაგებია. მისი აზრით, ყოველგვარი მცდელობა დემონსტრაციების მოწყობისათვის, რომლებთაც სიტუაცია შეიძლება „მაიდნამდე“ მიიყვანოს, ჩანსახშივე მკაცრად უნდა იქნეს აღკვეთილი. მისი მსგავსი ობივატელები რუსეთის მოსახლეობას „მაიდნით“ უკვე 10 წელია აშინებენ. საერთოდ, ალექსანდრე ხინშტეინის ასეთ მოქმედებას მისივე ფუნქციები განსაზღვრავს - იგი ხომ რუსეთის გვარდიის მეთაურის მრჩეველია.


ჩვენ არ დავიწყებდით პოლემიკას ჩვენს კოლეგებთან, რადგან არ გვსურს მათთან დისკუსია, მაგრამ ამ შემთხვევაში ავტორმა ჩვენი მიმომხილველის იური როსტის როლი გაიხსენა, რომელიც იმ ტრაგიკულ ღამეს თბილისში, მთავრობის სახლის წინ, მოედანზე იმყოფებოდა. იგი უშუალო თვითმხილველია. იური როსტის ფოტორეპორტაჟები პირდაპირ და თვალსაჩინოდ უარყოფს ოფიციალური გამოძიების პოზიციას. ამის მიუხედავად, ალექსანდრე ხინშტეინი დარწმუნებულია, რომ იური როსტი საჭირო მიმართულებით არ იყურებოდა და სულ სხვა რაღაცას იღებდა სულ სხვა რაკურსითო. აქვე შევნიშნავ, რომ 1989 წელს საშა ხინშტეინი 15 წლის მოსკოველი მოსწავლე იყო, იგი თბილისში იმ მომენტში არ იმყოფებოდა და ამიტომ იური როსტი ფოტორაკურსთან დაკავშირებით მის სურვილებს ვერ შეასრულებდა.


მთვარი მაინც ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ ჩვენ არ გვრცხვენია ქართველებისა და საქართველოს წინაშე: იმის ნაცვლად, რომ საერთო უბედურება გავიზიაროთ, [საბჭოთა კავშირის] იმდროინდელი საშინაო-პოლიტიკური მიზეზების გამო, ჩვენ დანაშაულს არ ვაღიარებთ და ყველაფერს მოძმე ხალხს ვაბრალებთ.

როგორც ცნობილია, იმ დროს ცხელ კვალზე შეიქმნა ტრაგედიის გამომძიებელი კომისია. მასში შევიდნენ კომპეტენტური და პატივცემული ადამიანები - საბჭოთა კავშირის გმირის, არმიის გენერლის ვლადიმერ გოვოროვის ჩათვლით. კომიის წევრებმა გამოკითხეს 9 აპრილის მოვლენების თითქმის ყველა მონაწილე, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებიც. კომისიის დასკვნა სრულიად განსაზღვრულია: მომიტინგეების წინააღმდეგობა შტურმის დაწყებამდე სავსებით მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, ძალისა და მომწამლავი ნივთიერების გამოყენებამ, ანუ ულმობელმა ანგარიშსწორებამ კი ტრაგიკული შედეგები გამოიწვია.


მიტინგის მხეცური დარბევის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 183 კი საავადმყოფოებში მოხვდა. საერთო ჯამში ექიმებს დახმარებისთვის 4 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა. კომისიის აზრით, დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალა გადაჭარბებულად იქნა გამოყენებული.


„მოსკოვსკი კომსომოლეცში“ გამოქვეყნებულ ფრაგმენტებში საპარლამენტო კომისიის დასკვნების შესახებ არაფერია ნათქვამი. მე კარგად ვხვდები, რატომ არაფერს ამბობს ამაზე ალექსანდრე ხინშტეინი. გავიხსენოთ, ვინ იყო კომისიის ხელმძღვანელი? - ანატოლი სობჩაკი, რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტის დამრიგებელი. ჰოდა, სწორედ ამ მიზეზით, როგორც ჩანს, ალექსანდრე ხინშტეინი თავს არიდებს და არ იხსენებს კომისიის დასკვნებს. ისინი მისთვის ხელის შემშლელი დეტალებია.


ჩვენ კი დაბეჯითებით კვლავ ვბეჭდავთ იური როსტის იმდროინდელ მასალებს. მან პირველმა განაცხადა სიმართლე. ამიტომ ჩვენთვის და მშვენიერი საქართველოსთვის იური როსტის ნათქვამი საბოლოო სიტყვად ითვლება.


P.S. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება, მათ შორის ანატოლი სობჩაკის თანამებრძოლი, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააგრძელებს მცდელობას საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მიზნით. მას ამ საქმეში საუკეთესო მოკავშირეები ჰყავს: ალექსანდრე პუშკინი, ოსიპ მანდელშტამი, მიხეილ ლერმონტოვი, იოსებ ბროდსკი, ბორის პასტერნაკი, ბელა ახმადულინა - პოეტები, რომლებმაც თავიანთი ყველაზე საუკეთესო სტრიქონები მოძმე ხალხს მიუძღვნეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930