გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იღუმენია მარიამი: მადლობა უფალს, რომ არიან ადამიანები, ვინც ზრუნავს ასეთი უძველესი ტაძრების აღდგენა-განახლებისთვის

13-06-2019

,,მადლობა უფალს, რომ არიან ადამიანები, ვინც ზრუნავს ასეთი უძველესი ტაძრების აღდგენა-განახლებისთვის. ჩვენ მონასტრის გახსნის პირველივე დღიდან ველოდით, რომ ღვთის მადლით გამოჩნდებოდა ადამიანი , ადამიანები, ვინც ამას შეძლებდა, შეიძლება ჩაითვალოს რომ ეს არის სასწაული, იმიტომ რომ მსგავსი სამუშაოები აქ არასდროს არ ჩატარებულა“,- ერკეთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის იღუმენია მარიამი ფონდი “ქართუს” ფინანსური მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ეხმიანება

,,ის ძველი ფენა, რაც ამძიმებდა ტაძარს, ას ტონამდე მოიხსნა ტაძრიდან. მოხდება სახურავის აღდგენა. კედლებს აღადგენენ, კედლებიდან ისეთი სინესტე შემოდიოდა, რომ აზიანებდა ამ უძველეს ფრესკებს ,რომელიც ტაძარშია შემორჩენილი. ეს ფრესკები გადაურჩა იმ ავბედით პერიოდს, როდესაც არ ექცეოდა ტაძრებს ყურადღება და დიდება უფალს რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ღმერთმა ყველა დალოცოს, ვინც მონაწილეობს ამ უძველესი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში და დაცვაში.“,- განაცხადა იღუმენიამ

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30