16-09-2024
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას და განვითარებულ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანალიტიკოსი ფლორიდას შტატში დონალდ ტრამპსა და მის მეგობრებზე განხორციელებულ თავდასხმაზე წერს. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თავდამსხმელი კი ადგილზე დააკავეს.
„მაგრამ ტელეკომპანია ABC News-ის თანამშრომელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტრამპთან დებატების წინ კამალა ჰარისის ხელში მოხვდა სავარაუდო შეკითხვების სია - „შემთხვევით“ დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში“, - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტს რესპუბლიკელი კონგრესმენი ტეილორ გრინი გამოეხმაურა.
ანალიტიკოსის თქმით, საარჩევნო კამპანია ამერიკაში გრძელდება და როგორც ჩანს, დატვირთული ფინალისკენ ვითარდება.
„ფლორიდას შტატში, გოლფის მოედანზე ყოფნისას, დონალდ ტრამპისა და მისი მეგობრების მისამართით "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატით რამდენიმე გასროლის განმხორციელებელი პირი ადგილზევე დააკავეს. ამჯერად მსხვერპლის გარეშე დასრულდა ყველაფერი.
მაგრამ "გრძელი ენის" მქონე ტელეკომპანია ABC News-ის ის თანამშრომელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტრამპთან დებატების წინ კამალა ჰარისის ხელში წინასწარ მოხვდა სავარაუდო შეკითხვების სია - "შემთხვევით" დაიღუპა საავტომობილო კატასტროფაში...
ამაზე წერს რესპუბლიკელი კონგრესმენი-ქალბატონი მარჯორი ტეილორ გრინი. ამერიკული საარჩევნო კამპანია აგრძელებს თავის წინსვლას, როგორც ჩანს, დრამატურგიულად მეტად დატვირთული ფინალისკენ“, - წერს დავით ქართველიშვილი.