გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხარაგაული სტიქიის შემდეგ - ზარალმა შესაძლოა 5 მილიონ ლარს მიაღწიოს

14-06-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს კვლავ ითვლიან. ერთი კვირის განმავლობაში ხარაგაული უხვმა ნალექმა ორჯერ დააზარალა.


წინასწარი გათვლებით, ზარალმა შესაძლოა 5 მილიონ ლარს მიაღწიოს.


სტიქიის ადგილზე ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები, დაიხოცა ფრინველი და პირუტყვი.


ხარაგაულის მერის თანაშემწის, ლაშა გელაშვილის განმარტებით, სტიქიის ადგილას მობილიზდა სპეცტექნიკა, პირველ ეტაპზე გაიწმინდა საუბნო-სასოფლო გზები.


მოსახლეობისადმი მიყენებული ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია მუშაობს და ამის შემდეგ გადაწყდება, რა ზომებს მიიღებენ შედეგების აღმოსაფხვრელად.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031