გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დაცულ ტერიტორიებზე მაისში ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა

14-06-2019

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 14%-ით გაიზარდა და 225 596 შეადგინა.


აღსანიშნავია, რომ 37%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა. მათ შორის, 21 %-ით გაიზარდა ვიზიტორთა რაონდეობა იმ ტერიტორიებზე, სადაც მაისის თვიდან ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა დაინერგა.


5 თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ დაცულ ტერიტორიებს:


· პრომეთეს მღვიმე

· თბილისის ეროვნული პარკი

· ყაზბეგის ეროვნული პარკი

· მარტვილის კანიონი

· ოკაცეს კანიონი


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო აგრძელებს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას.


საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე 46 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლებზეც 6 690 000 ლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ ამათგან უკვე დასრულდა ოკაცეს კანიონის და სათაფლიას აღკვეთილის რეაბილიტაცია. თოკების პარკი მოეწყო მტირალასა და ალგეთის ეროვნულ პარკებში. საგამოფენო სივრცე მოეწყო ალგეთისა და ვაშლოვანის ეროვნული პარკების ადმინისტრაციებში.


უკვე მიმდინარეობს სამუშაოები მარტვილის კანიონზე, სადაც რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას.


იცვლება პრომეთეს მღვიმეში განათებისა და აუდიო სისტემა. ოკაცეს ჩანჩქერზე კი მონტაჟდება ზიპ-ლაინი.






https://pia.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031