გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კარასინი: ჩვენი უფლებაა, წინასწარ გავაფრთხილოთ მეზობელი სახელმწიფო იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ გვსურს

14-06-2019

„ჩვენი სუვერენული უფლებაა წინასწარ გავაფრთხილოთ მეზობელი სახელმწიფო იმასთან დაკავშირებით თუ რა არ გვსურს“, - ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს ისაუბრა.

„ეს არის საფრთხე არა იმდენად რუსეთისთვის, არამედ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისთვის. ერთია როდესაც გყავს კეთილი მეზობელი, რომელსაც აქვს პრობლემები და ჩვენს ურთიერთობებში არის პრობლემები. მაგრამ სხვა საქმეა, როდესაც შენი მეზობელი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრია. ეს სრულიად განსხვავებულია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს ძალიან სახიფათოა ჩვენი ურთიერთობებისთვის. რას გავაკეთებთ?

დიპლომატი არის დარწმუნების და შეთანხმების ხელოვნება. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ურთიერთობის განვითარება დაგვეხმარება თანაცხოვრობა შევძლოთ და ვიმედოვნებთ, რომ ვიმეგობროთ სხვა ფორმებით და არა ბრიუსელიდან და ნატოდან. ჩვენი სუვერენული უფლბაა განვავითაროთ ურთიერთობები მეზობელთან და წინასწარ გავაფრთხილოთ, თუ რას არ ვისურვებდით“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031