გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძემ დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს მოუწოდა, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს

14-06-2019

საქართველოს უხვად აქვს საინვესტიციო შესაძლებლობები და წარმოადგენს კარიბჭეს ყველაზე სწრაფად მზარდ სამომხმარებლო ბაზრებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური ბიზნესის წარმომადგენლებს ესაუბრა საქართველოსმოწინავე პოზიციებზე ბიზნესის კეთების რეიტინგში და ქვეყანაში არსებულ დაბალ გადასახადებზე, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ინვესტორებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს პოტენციალს ინოვაციების, ტექნოლოგიებისა დაგანახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მიმართულებით. 

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს პოტენციალი, გახდეს რეგიონში ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, აღიარებულია აშშ-ის მიერ. მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზანს ემსახურება აშშ-ის კომერციის დეპარტამენტთან 13 ივნისს ხელმოწერილი მემორანდუმიც, რომელიცსაქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის გახსნაზე მუშაობასაც მოიცავს. 

პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია ამერიკული კომპანიების მზარდი რიცხვი, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ. 

მთავრობის მეთაურმა დალასის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებს ასევე გააცნო საინვესტიციო პროექტები და მოუწოდა, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რასაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031