გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულისა და თერჯოლის სკოლების 32 წარჩინებულ კურსდამთავრებულს, რომლებიც სტუდენტები არიან სტიპენდიები დაუნიშნა

14-06-2019

თითოეული ოჯახისა და სახელმწიფოს კეთილდღეობა მნიშვნელოვანწილად განათლებაზეა დამოკიდებული,- ეს განცხადება ტყიბულისა და თერჯოლის მაჯორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრის დროს გააკეთა. 

დეპუტატმა განათლების სისტემის რეფორმის შესახებ ისაუბრა და და თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგს მადლობა გადაუხადა.

,,არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო იმ საქმის მიმართ, რასაც დღეს სახელმწიფო აკეთებს, მხედველობაში მაქვს განათლების სისტემის რეფორმა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის დახმარებით კანონად იქცევა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მოსწავლეს, ასევე ყველა მასწავლებელს , რომელიც ბოლომდე იხარჯება იმისათვის, რომ მოსწავლეებს თავიანთი ცოდნა გადასცეს. ყველა მოსწავლეს ვულოცავ დღევანდელ დღეს, დღეს ბოლო ზარია და თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ“,- განაცხადა ელგუჯა გოცირიძემ

2018-2019 სასწავლო წლის დასრულება დღეს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიულოცა და მათ განათლების რეფორმის შესახებ ესაუბრა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031