გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან სალუქვაძე ეკატერინე ტიკარაძეზე: მინისტრი მენეჯერია, დარგობრივი განათლება არ სჭირდებაო და მენეჯერიცაა და დარგის სპეციალისტიც, ვადროვოთ და შევაფასოთ

19-06-2019

“სად ხართ ქალთა უფლებების დამცველები, განსაკუთრებით ექსმინისტრები, გენდერულ თანასწორობაზე რომ საუბრობდით? 10 მინისტრში 5 ქალბატონია. რატომ არ იწონებთ?“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ამირან სალუქვაძე ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს.

„სად ხართ უფლებადამცველები, ეს არაა ადამიანის დევნა, ან ეს არაა სტომატოლოგის პროფესიის დაცინვა? საჩხერეს საავადმყოფო არაა სოფლის ვეტერინარული პუნქტის დონე. თანამედროვე, კვალიფიციური კადრებით და თანამედროვე აღჭურვილობით უზრუნველყოფილი სამედიცინო ცენტრია, რომელსაც წლებია ხელმძღვანელობდა. სერგეენკოც მაგ კლინიკის დირექტორობიდან გახდა მინისტრი და თუ ერთი გამოდგა, რა იცით მეორე იქნება უვარგისი? მინისტრი მენეჯერია, დარგობრივი განათლება არ სჭირდებაო და მენეჯერიცაა და დარგის სპეციალისტიც. ვადროვოთ და შევაფასოთ” - წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ექსპერტი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს საქმიანობასაც აფასებს და მადლობას უხდის მას.

„რაც შეეხება ახალ მინისტრს, სტომატოლოგი არ ნიშნავს კბილის "ტექნიკს". მას უმაღლესი სამედიცინო განათლება აქვს. არ იცნობთ, არ გიცნობთ. იქნება დავით სერგეენკოზე ძლიერი მინისტრი აღმოჩნდეს, სად მიდიხართ შემდეგ?!თავის სიტყვაში რაც ისაუბრა, დაკისრებული სფეროები არ გამორჩენია. განსაკუთრებით მომეწონა ვღელავო, რომ თქვა. იმედია მინისტრობა არ გააფუჭებს?! ამიტომ, დაველოდები სტანდარტულ 100 დღეს. ამ პერიოდში გააჟღერებს რას აპირებს დაანონსებულ მეორე ფაზაში და შემდგომშიც მივადევნოთ თვალი დაგეგმილს როგორ განახორციელებს. ამდენ ქილიკს, დაიბარეთ პარლამენტში ახალი წესების თანახმად (ინტერპელაცია. არ მიყვარს უცხო სიტყვები) და გაესაუბრეთ. საუბარში დაინახავთ თემაშია თუ დროზეა განგაში ასატეხი. შესაძლოა, კმაყოფილიც დარჩეთ”- წერს ამირან სალუქვაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930