გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

12-02-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში, 4,080 არადეკლარირებული სიგარეტი, საქართველოს მოქალაქეების, ა.ი-ს, კუთვნილი ავტომობილისა და საქართველოს მოქალაქეების რ.ა-ს, ფ.ო-ს, ა.ა-ს, გ.გ-ს, მ.ო-სა და ს.ა-ს ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, ა.ი-ს ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო დანარჩენ სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930