12-02-2018
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა ცნობილი ფრანგული გაზეთის „ლიბერასიონის“ კორესპონდენტს სებასტიენ გობერს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენ უკრაინაშიც საპყრობილე გემუქრებათ და საქართველოშიც. როგორ ფიქრობთ, შეუძლია ხელისუფლებას თქვენი ექსტრადირება?
- ყოველ შემთხვევაში, ამისათვის ემზადებიან. ისე კი, სავალდებულო არაა, რომ მაინცდამაინც საქართველოს გადამცენ. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ პოლონეთის ხელისუფლებას მიმართეს - დაიბრუნეთ მიხეილ სააკაშვილიო. ჩემი ექსტრადირება რომ საქართველოში მოხდეს, თბილისს წინ დიდი გართულებები ელოდება. ასე რომ, იქ მე არავის ვჭირდები.
- რატომ?
- მე საქართველოში ძალიან ფართო მხარდაჭერა მაქვს როგორც ხალხში, ასევე არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში. მთავრობა სუსტია. ქართველების უმრავლესობამ იცის, რომ თბილისში გამართული სასამართლო პროცესი, რომელიც ჩემს დაუსწრებლად ჩაატარეს, უბრალოდ, ფარსი იყო და მეტი არაფერი. ძველი მოსამართლეები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდნენ კორუფციისა და ოფშორული ანგარიშების კვალს, მაგრამ ვერაფერიც ვერ იპოვეს. ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში არანაირი კორუფცია არ ყოფილა.
საერთოდ კი, თუ საქართველოს გადამცემენ და იქ საპყრობილეში ჩამსვამენ, ჩემი მომხრეები, ჩემს გასათავისუფლებლად, მთავრობას დაამხობენ. ამაში დარწმუნებული ვარ.
- მაგრამ განა მართლაც ასე პოპულარული ხართ? თქვენმა პარტიამ ხომ 2017 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვა... თქვენ გაკრიტიკებენ ქვეყნის ავტორიტარული მეთოდებით მართვის, დემონსტრაციის დარბევის, მასმედიაზე ზეწოლის გამო...
- დიახ, მაგრამ მერე რა? ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რვა წელიწადში ევროპულ დემოკრატიაზე ვერ გადაიყვან.
p.s. იბეჭდება მცირე შემოკლებით
მასალის ვრცელი ვერსიის ხილვა შეგიძლიათ ვებ-გვერდზე: www.newspress.ge