გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოკო გამსახურდია: გავრცელებული კადრებით ძალიან დათრგუნული და შეურაცხყოფილი ვარ; სააკაშვილს მესამე ძალის ფორმირებაში პოზიტიური როლის თამაში შეეძლო

13-02-2018

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია სოციალურ ქსელში უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმიანება.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE კოკო გამსახურდიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"ძალიან დათრგუნული, შეურაცხყოფილი და დამწუხრებული ვარ იმ კადრებით, რომელიც გავრცელდა არასრულ ფორმატში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ექცევიან როგორც უკანასკნელ ადამიანს. ან რას უნდა ელოდო ღორი-სოვდაგარისგან.


ეს ადამიანი ბოლოსდაბოლოს ჩვენი სახელმწიფოს სახე იყო 9 წლის მანძილზე. როგორც დევნილი პრეზიდენტის ოჯახის წევრი არანაირად მოვიწონებ მის დევნას, მით უფრო არასერიოზული ბრალდებებით. ეს არ დევს ჩემს პიროვნულ და გენეტიკურ კოდში.


და ეს მაშინაც, თუკი დავიტოვებ უფლებას არც უწინ და არც ახლა არ დავეთანხმო მის ცალკეულ გამონათქვამს, ასევე მის ცალკეულ ქმედებას.

არ მესმის, რატომ უნდა გაგიხარდეს ეს ყოველივე - იმის ფონზე, რომ ხდება ოლიგარქატის ხერხემალი ძალის პარალელურად სისტემური ოპოზიციის ჩამოყალიბება. თან როდესაც ოლიგარქატი ცდილობს არ გაიმეოროს თავად სააკაშვილის შეცდომა, ცდილობდა რა ოპოზიციურ ფლანგის გადაფარვას საკმაოდ მეჩხერი ქდმ-თი და ედპ-თი. ზუსტად ამ სქემამ, ძირითადი პოლიტიკური პარტიების დაუთოების შემდეგ შექმნა მეორე მასშტაბური ძალის სტიქიურ მოვლენასავით შემოვარდნის სიტუაცია.


ახლა კი მარაზმატიკ ოლიგარქს თავისი სამარადისო სიმშვიდისთვის და კეთილდღეობისთვის უკვე მესამე ძალის გამორიცხვა სურს. ამ მესამე, თვისობრივად ახალი ძალის ფორმირებაში სააკაშვილს პოზიტიური როლის თამაში შეეძლო"-აცხადებს გამსახურდია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930