გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ng.ru"(რუსეთი): საქართველოში მოსკოვის ხმის ჩახშობა სურთ?! პრეზიდენტს რუსული პროპაგანდა აწუხებს

13-02-2018

„საქართველო შესაძლოა მოლდოვასა და უკრაინის კვალს გაჰყვეს და თავის ტერიტორიაზე რუსული მასმედიიის მოქმედება შეზღუდოს. ასეთი აზრი ჩანს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც მან გორში გამართულ დისკუსიებში („ეროვნული უსაფრთხოების არქტიტექტურა და მედეგობა“) გამოსვლის დროს გააკეთა"-ასე იწყება რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSPGE გთავაზობთ:


მკითხველს შევახსენებთ, რომ უკრაინაში აკრძალულია ყველა რუსული მასობრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საინფორმაციო საშუალებები, მოლდოვაში კი ანალოგიური კანონი ძალაში 12 თებერვალს შედის.


გიორგი მარგველაშვილი თავის გამოსვლაში „ოკუპირებულ ზონასაც“ შეეხო და ეს შემთხვევითი არაა: ქალაქი გორი ათ კილომეტრზე მდებარეობს იმ მავთულხლართიდან, რომლისაგანაც სამხრეთ ოსეთი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგანაა გამიჯნული. პრეზიდენტმა ნეგატიურად შეაფასა რუსეთის ჯარების, რუსი მესაზღვრეების მოქმედება, რომლებიც მავთულხლართებს აბამენ. „რისთვის ჭირდებათ რუსეთს ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ჩვენ გაგვტეხონ, შეურაცხყოფა მოგვაყენონ, რათა ჩვენ თანდათან მივეჩვიოთ ასეთ სიტუაციას. რუსეთის მოქმედება ჩვენი სიმტკიციის წინააღმდეგაა მიმართული - იმისთვის, რომ მოსახლეობაში უმწეობის გრძნობა გააჩინონ და მოლაპარაკებაზე გვაიძულონ. სწორედ ამას ემსახურება რუსული პროპაგანდა. თუმცა საქართველოში მოსკოვმა თავისი სურვილი მთლიანობაში მაინც ვერ განახორციელა. დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ჩვენთან არ ყოფილა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ძირითადი ეროვნული ინტერესები არ დაეცვა და ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგული არ ყოფილიყო“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ ამიტომ აქტიურობს რუსული მასმედია საქართველოს მიმართულებით, „თუმცა მოსკოვის აგიტაცია წარმატებას მაინც ვერ აღწევს, ქართული საზოგადოება და ქართული მასმედია მას ჯეროვან წინააღმდეგობას უწევს“.


აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ საქართველოში რუსეთის პროპაგანდა მეტ-ნაკლებად წარმატებულია. ყოველ შემთხვევაში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით (22%), საქართველოში მატულობს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მომხრეთა რაოდენობა (29%). გამოკითხულთა 41% თვლის, რომ რუსეთი თავისი სამხედრო ძლიერებით აშშ-ს აჭარბებს. 53% თვლის, რომ არ გრძნობენ რუსული პროპაგანდის გავლენას, მაშინ როცა ამერიკულისა და ევროპულის გავლენას 44-45% აღიარებს.


აიკრძალება თუ არა საქართველოში რუსული ტელეარხების მაუწყებლობა? ბევრს არ სჯერა, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს. პირველად პოლიტიკური მიზეზებით ეს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოხდა: მთავრობამ ტელესაკაბელო და პრესის გამავრცელებელი კომპანიები აიძულა მომსახურების სიიდან რუსული სამაუწყებლო არხები და პოლიტიკური ხასიათის მქონე ჟურნალ-გაზეთები ამოეღოთ. გარდა ამისა, აიკრძალა რუსული სიმღერები რესტორნებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. როცა სიტუაციამ აბსურდული ხასიათი მიიღო, ოფიციოზი იძულებული გახდა განმარტება გაეკეთებინა, რომ აკრძალვა მხოლოდ უწმაწურ და ჟარგონულ სიმღერებს ეხებოდა.


საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის კვალობაზე, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება გადაწყვიტა, პროვაიდერების პაკეტში დაბრუნდა არამხოლოდ რუსული გასართობი და სპორტული ტელეარხები, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურიც. საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბრისას თქვა, რომ თუ პრეზიდენტი კვლავ შეეცდება რუსული ტელერხების შეზღუდვას და მსგავს წინადადებას წამოაყენებს, საეჭვოა, რომ მას საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭიროს: „არა იმიტომ, რომ რუსული ტელეარხები აუცილებელია საქართველოსთვის, არამედ იმიტომ, რომ ასეთი წინადადება უაზროა. კაცმა რომ თქვას, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლაში ამის ხისტი მოთხოვნა არც ყოფილა. პირიქით, მისი ნათქვამი, რომ აუცილებელია რუსული პოლიტიკის ცოდნა, შეიძლება რუსული მასმედიის სასარგებლოდაც კი გავიგოთ, თუმცა, ცხადია, პრეზიდენტს ეს არ უგულისხმია“, - აღნიშნა ქართველმა კანონმდებელმა „ნეზავისიმაია გაზეტასთან“ საუბრისას. მისი აზრით, თუ გიორგი მარგველაშვილი ასეთ ნაბიჯს მაინც გადადგამს და რუსული ტელეარხების აკრძალვის წინადადებით გამოვა, მაშინ ეს უფრო მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებით იქნება ნაკარნახევი. აქედანვე ჩანს, რომ საარჩევნო პერიოდში ანტირუსული რიტორიკის ნაკლებობა ნამდვილად არ იქნება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930