გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ გოგინაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყენებდა წამებას, ტყუილს, წართმევას, მუქარასა და ა.შ., ახლა კი, ოპოზიციაში ყოფნის დროს იყენებენ ნაცისტურ მიდგომებს

10-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ გოგინაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც მიხეილ გოგინაშვილი წერს, რადიკალური ოპოზიცია ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყენებდა წამებას, ტყუილს, წართმევას, მუქარასა და ა.შ., ახლა კი, ოპოზიციაში ყოფნის დროს იყენებენ ნაცისტურ მიდგომებს.


„ჩვენი „დემოკრატიული" რეგიონული საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც ფინანსდებიან არასამთავრობოების ეგიდით, პროტესტში იღებენ მონაწილეობას და გამოდიან მოწოდებებით. უამრავ შერჩეულ რესპონდენტს გამოათქმევინეს აზრი, რატომ არ უნდა მიიღონ კანონი. ძირითადად, ტყუილი. აღწერეს ამბები და მომავალი, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს კანონთან და ვერც ექნება. მეტიც, თავად დგანან აქციებზე. ჟურნალისტებს უწოდებენ თავს. წარმოიდგინეთ ჟურნალისტი, რომელიც უნდა ეძებდეს, შიფრავდეს, სხვადასხვა აზრს აჯამებდეს, დგას აქციაზე და აპროტესტებს კანონს, რომელიც არ წაუკითხავს, თან ბლოკავს კანონის მომხრეს და მხოლოდ გრძნეულების შეხედულებებს აქვეყნებს, ტანით რომ გრძნობენ, იმათი, ან, საერთოდ, ვიღაცამ უთხრა, რომ ცუდია, რუსულიაო. პარადოქსი ისაა, რომ რუსულიაო იმან უთხრა, ვისი გამოგზავნილი ფულიც უნდა დაადეკლარიროს.


ამ ყველაფრის ფონზე კი არც ერთი, არც ერთი ადამიანის აზრი არც კი გააჭაჭანეს, ვინც მხარს უჭერს კანონს და მიიჩნევს, რომ მისაღებია. წარმოგიდგენიათ ამათი „დემოკრატია"?! ეს ხომ უკვე გავიარეთ, როდესაც ყველა საინფორმაციო ერთს ამბობდა და ალტერნატიული აზრი ისჯებოდა წამებითა და დაჭერით?! ასეთი ადამიანების გვერდით იდგე და ევროპულობას იბრალებდე, სასაცილოა. ადამიანები სერიოზული სახეებით ამტკიცებენ, რომ ის კანონია რუსული, რომელიც საერთოდ არ აქვთ წაკითხული. მეტიც, არც ქართული კანონი აქვთ წაკითხული, უბრალოდ, სხვამ უთხრა, რომ რუსულია და იმეორებენ.

ევროკავშირი კი გრძელი ნაბიჯებით, ჰიბრიდად ყალიბდება, დიდი ძმის, დიდი ფულის მონური მორჩილებით, საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის აშკარა ელემენტებით, კორუფციით (იმედია არჩევნები შეცვლის სურათს). ჩვენი ოპოზიცია თავის არასამთავრობოებიანად და მედიებით, (რომელიც მედიაცაა და არასამთავრობოც), იდეალურია დაფინანსების მისაღებად და ტყუილის გასავრცელებლად. ყველა ერთად ევროპული ჰიბრიდის მკაფიო პროდუქტად ჩამოყალიბდნენ. მათ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამოიყენეს წამება, ტყუილი, წართმევა, მუქარა და ა.შ., ახლა კი, ოპოზიციაში ყოფნის დროს იყენებენ ნაცისტურ მიდგომებს - ინფორმაციის დაბლოკვას, ტყუილს, ოჯახის წევრებზე მუქარას ლიკვიდაციით, პირადი ინფორმაციის გავრცელებას...“ - წერს მიხეილ გოგინაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930