გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ პოლიტიკური დიალოგისთვის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან და იმ ლიდერებთან, რომლებიც რჩებიან კონსტიტუციის ერთგულნი

24-06-2019

“მზად ვართ პოლიტიკური დიალოგისთვის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან და იმ ლიდერებთან, რომლებიც რჩებიან კონსტიტუციის ერთგულნი, რომლებიც რჩებიან კანონის პატივისცემის ფარგლებში და დაინახავთ, რომ ეს სამუშაო პროცესი სულ მალე დაიწყება, ჩვენ საშემოდგომო სესიას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები აისახოს კანონმდებლობაში“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ მიერ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და მხარეებს სამუშაო პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდა.

„რამდენი თვეც არ უნდა დასჭირდეს ამ პროცესს, მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საშემოდგომო სესიაზე დავასრულოთ ეს პროცესი, მივიღოთ გადაწყვეტილება მაქსიმალური ჩართულობით და მაქსიმალურად ფართო კონსენსუსით, ჩვენ დღეს ღიად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ, მზად ვართ პოლიტიკური დიალოგისთვის ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან და იმ პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც რჩებიან კონსტიტუციის ერთგულნი, რომლებიც რჩებიან კანონის პატივისცემის ფარგლებში და თქვენ დაინახავთ, რომ ეს სამუშაო პროცესი სულ მალე დაიწყება და ჩვენ საშემოდგომო სესიას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს ცვლილებები აისახოს კანონმდებლობაში. კიდევ ერთხელ, მინდა ვთქვა, ყველას ასევე გთხოვთ, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ ამ პროცესში, ვინაიდან ზუსტად ის არის და თუ მართლაც ეს არის ის მოთხოვნა, რაც მათ ჰქონდათ - ჩაერთონ სამუშაო პროცესში და მაქსიმალურად ფართო კონსენსუსით მივიღოთ ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს არის საზოგადოების სურვილი და მე ვფიქრობ, მმართველი გუნდისთვის, მმართველი პარტიისთვის და ასევე, სხვა პარტიებისთვის, საზოგადოებრივი დაკვეთა საზოგადოების აზრი და მოთხოვნა ამ შემთხვევაში, უნდა იყოს მთავარი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ ამაზე შეთანხმებას და ამ ცვლილებებს განვახორციელებთ კანონმდებლობაში. 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერით, რაც გამორიცხავს ყოველგვარი სპეკულაციების შანსს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში, რეალურად, ოპოზიციური პარტიები რეალურად სამართლიან სასტარტო პირობებში დგებიან.

„დღეს ვუსმენდი კომენტარებს, რომ ეს თითქოს იმიტომ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რომ პოლიტიკურ პარტიებს ოპოზიციაში რაღაცაში შეუშალოს - პირიქით, ამას ამბობენ ის პარტიები, თუ ვინმე ამბობს, უმცირესობაში არიან, მაგრამ თუ ვინმე ამას ამბობს, ამბობენ ზუსტად იმიტომ, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში, პროპორციული არჩევნების პირობებში, ზუსტად პარტიები დგებიან, რეალურად, სამართლიან სასტარტო პირობებში, იქ აღარ იქნება იმის აუცილებლობა, რომ რომელიმე პარტია მეორეს მიეკედლოს, დათმოს რაიმე უსამართლოდ, ყველას შეეძლება, რა იდეოლოგიაც, რა პლატფორმაც აქვს, რა პოლიტიკური პროგრამაც აქვს, პირდაპირ მივიდეს ამომრჩეველთან, დაარწმუნოს ამომრჩეველი და სცადოს, რომ მიიღოს საკმარისი მხარდაჭერა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930