გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: პოროშენკომ აჩვენა რომ ჩემი ეშინია, იმიტომ რომ კორუფციას არასოდეს შევეგუები

13-02-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უკრაინაში ცხოვრების სრული უფლება აქვს. 
მისივე თქმით, სურს რომ უკრაინაში დააბრუნონ და იქ გაასამართლონ.
ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონეთში განაცხადა, სადაც ის გუშინ უკრაინიდან გააძევეს. 
„გუშინ მეგობრებთან ერთად კაფეში ვიყავი, ახალი ფილმის პრეზენტაციაზე ვსაუბრობდით, კაფეში სპეცრაზმელები შემოიჭრნენ. ძალის გამოყენებით გამომიყვანეს ჩამსვევს თვითფრინავში და კიევის თავზე კარგა ხანს ვიფრინეთ. შემდეგ მიმიყვანეს ბორისპოლის აეროპორტში და წამიკითხეს ე.წ. დადგენილება რეადმისიის შესახებ. ამის გაკეთებას ისინი 4 თვის წინაც შეეცადნენ, რომ ეს მომეჩვენა და შიშები მქონდა. გუშინ კი გამოჩნდა საბოლოოდ რისი გაკეთებაც სურდათ, მათ უკრაინიდან გამაძევეს, მაშინ როდესაც ქვეყანაში ცხოვრების სრული უფლება მქონდა. ამით პოროშენკომ აჩვენა რომ ჩემი ეშინია, არა იმიტომ რომ ფული მაქვს ან არმია მყავს, არამედ იმიტომ რომ კორუფციას არასოდეს შევეგუები. წამიყვანონ უკრაინაში და გამასამართლონ. ამისთვის მზად ვარ. მაინტერესებს რა პასუხს გამცემენ უდიპლომო პროკურორები. მე ვარ და დავრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად. აუცილებლად დავიბრუნებ მოქალაქეობას და უკრაინაში დავბრუნდები. ჩვენ კისერს მოვუგრეხთ ახმეტოვს, პოროშენკოს ლუცენკოს, მათ ბანდებს და ოლიგარქს ხელისუფლებას ჩამოვაცილებთ“- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის უკრაინიდან დეპორტაცია გუშინ განხორციელდა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930