26-06-2019
გაერთიანებული კომიტეტების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნიკა მელია პირველ კომენტარს აკეთებს.
„მთელ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, თვალი ადევნოს იმას, რასაც ახლა მე სახელს არ დავარქმევ. ძალიან შემაშფოთებელია ის, რატო კეთდება ეს ყველაფერი. ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების გამო არა, ბიძინა არ არის საკვანძო ფიგურა. თუკი რამდენიმე წუთის წინ გავრილოვის მიერ გავრცელებულ განცხადებებს ნახავთ, რომელიც პირდაპირ ითხოვს დეპუტატების დასჯას, მოსკოვიდან, მიხვდებით რაშია საქმე. პუტინის ხელის ბიჭი, ბიძინა ივანიშვილი არის მონურ მორჩილებაში პუტინთან, იმისთვის, რომ მასაც ჰყავდეს მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი და მასთან მონურ მორჩილებაში მყოფი ხალხი რასაც აკეთებს ხედავთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მმართველმა გუნდმა 15 - 4- ის წინააღმდეგ, მიიღო გადაწყვეტილება დათანხმებოდა გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.