26-06-2019
„დედამიწაზე არ არსებობს ადგილი, სადაც საქართველოზე მეტად მენდომებოდა ყოფნა", - ამის შესახებ დეჟა ჰოლმსი, ამერიკელი დიპლომატი წერს.
"აქაურობის მაგიური სილამაზე აშკარაა, მაგრამ ვერცერთი ფოტო ან ბროშურა ვერ დაიტევს მისი ხალხის სითბოსა და უდრეკ სულს. ღვინით მდიდარ აღმოსავლეთში რთველითა და სუფრით დაწყებული, მთიან დასავლეთში ზღვისპირა პიკნიკებისა და თოვლიანი მწვერვალების ჩათვლით, ყველა რეგიონში ჩემი გულის ნაწილი დავტოვე. საქართველოში ყველგან შევიძინე ოჯახი, რომელსაც მუდამ გულით ვატარებ" ,- წერს ის.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.