გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, თებერვალი 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურორი: მელიას სახელმწიფო ბრალდება რაიმე ქმედების ორგანიზებას არ ედავება, საუბარია ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაზე

26-06-2019

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, ნიკანორ მელიას სახელმწიფო ბრალდება არ ედავება რაიმე ქმედების ორგანიზებას, საუბარია ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაზე.

„არსად წერია რომ ნიკანორ მელიას სახელმწიფო ბრალდება ედავება რაიმე ქმედების ორგანიზებას, აქ საუბარი არის ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაზე, დამეთანხმებით, ხელმძღვანელობა და ორგანიზება ხვადასხვა საკითხია, მითუმეტეს არსად არ წერია ჩვენს წინადადებაში რომ ორგანიზებული ჯგუფის შექმნა იყო მისი ასე ვთქვათ მთავარი საკითხი მოცემული ქმედებების დროს“,- აღნიშნა ამირან გულუაშვილმა. 

რაც შეეხება სხვა სისხლის სამართლის საქმის არსებობას და პოლიციელთა მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობის გადამეტების ფაქტს, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ არსებულ საქმესთან დაკავშირებული კითხვებს უკვე გაეცა პასუხი პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, რომ, დაწყებულია გამოძიება. 

„მათ შორის რამოდენიმე პოლიციელს უფელბამოსილება მოსილება აქვს შეჩერებული და კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვების, კონკრეტული სტანდარტის შექმნის შემთხვევაში აუცილებლად , მყისიერად იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები რის თაობაზეც საზოგადოება ასევე დროულად იქნება იმფორმირებული“-განაცხადა პროკურორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728