გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გულუაშვილი: კოდექსის თანახმად, იარაღად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საგანი რომელიც გამოიყენება ადამიანის ან რაიმე საგნის ობიექტის დასაზიანებლად

26-06-2019

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ამირან გულუაშვილის განმარტებით, სსკ 225-ე მუხლის თანახმად, იარაღად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საგანი რომელიც გამოიყენება ადამიანის ან რაიმე საგნის ობიექტის დასაზიანებლად.

„ბანერის , ბოთლის, ნებისმიერი სხვა საგნის გამოყენება 225-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს იარაღის გამოყენებას. აქ არ იგულისხმება ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი, ეს მუხლი განმარტავს, რომ იარაღად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი საგანი, რომელიც გამოიყენება ადამიანის ან რაიმე საგნის ობიექტის დასაზიანებლად, ცარიელი ბოთლები რამდენად იყო იქ ვერ გეტყვით, მაგრამ მოცემულ საქმეში თუ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ასობით მაგალითად ქვებით სავსე პოლიეთლენის ბოთლები, საკმაოდ დიდი ზომის ქვაფენილის ქვები, სხვადასხვა საგნები, ნივთები, მათ შორის დამტვრეული ბანერების რკინის კონსტრუქციები, ხელკეტები, ფარები, რომელიც გამოყენებული იქნა ძალადობრივი ქმედებების განხორციელების დროს“ - განაცხადა ამირან გულუაშვილმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930