გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან გულუაშვილი: პროკურატურა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობას, რადგან სხვა საქმეზე გამოყენებული გირაო არაეფექტური აღმოჩნდა

26-06-2019

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სხდომაზე განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიებების საკითხების განხილვის დროს, მნიშვნელოვანია სხვადასხვა გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, მთლიანობაში იყოს წარმოდგენილი, ანუ აღკვეთის ღონისძიების შეფასების დროს სასამართლო, ისევე როგორც პროკურატურა არ ხელმძღვანელობს მხოლოდ ერთი, რომელიმე კონკრეტული გარემოების ან არგუმენტის არსებობით.

„მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არ ვამბობთ იმ გარემოებას, რომ ვინაიდან ნიკანორ მელიას გადაკვეთილი აქვს საზღვარი 24-ჯერ და 6-ჯერ დიპლომატიური პასპორტით, ეს გარემოება საკმარისია იმისთვის, რომ ვივარაუდოთ მისი მხრიდან მიმალვის საფრთხის არსებობა. ამგვარი რამ წინადადებაში არ წერია. პირიქით, წინადადებაში წერია, რომ გარემოებები ყველაფერი ერთად კუმულაციურად უნდა იქნეს შეფასებული, მათ შორის საფრთხე, რომელიც რეალიზებულია უკვე, ფაქტია, რომ მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული ჰქონდა გირაო. აღინიშნა, რომ იმ საქმეზე არ შეეფარდაო პატიმრობაო, ესე იგი, იქ არ იყო ზემოქმედების საფრთხე მოწმეებზე, მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის საფრთხე და ა.შ“,-განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მისი თქმით, პროკურატურა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობას, რადგან მის მიმართ სხვა საქმეზე გამოყენებული გირაო არაეფექტური აღმოჩნდა, ერთ-ერთი ასეთი საფრთხე კი არის ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რაც დღეის მდგომარეობით სახეზეა და შესაბამისად ბრალდების მხარემ სხვა გარემოებებთან ერთად სწორედ ეს გაითვალისწინა. 

„ გირაო, რომელიც რეალურად გამოყენებული იყო ამ ადამიანის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღმოჩნდა არაეფექტური, ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა, რის გამოც ერთადერთი ალტერნატივა მოცემულ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით, არის პატიმრობა“,- აღნიშნა პროკურორმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031