14-02-2018
"მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ელექტორატისა და უკრაინელი კანონმდებლების მხოლოდ მცირე რაოდენობის მხარდაჭერით სარგებლობს. მას ყველაზე უფრო მეტი მომხრე ჰყავს მაიდნის აქტივისტებში და დონბასის ბრძოლების ვეტერანებში. ფაქტია, რომ მან ვერ შეძლო უკრაინელ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობის მოპოვება"-ამის შესახებ ბელგიური გამოცემა «New Europe» წერს.
"მართალია, უკრაინელებს მოსწონთ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული ლოზუნგი „ჯვაროსნული ლაშქრობა კორუფციის წინააღმდეგ“, მაგრამ მაინც სიფრთხილეს იჩენენ - ითვალისწინებენ მის მშფოთვარე პიროვნებას და მის მიდრეკილებას გაზვიადებისადმი"- წერენ სტატიის ავტორები დენ ალექსი და ნიკოლას უოლერი.
p.s. სტატიის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: www.newspress.ge