გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურორი: ნიკანორ მელია ბრალის გასაცნობად არ გამოცხადდა

26-06-2019

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ამირან გულუაშვილის განმარტებით, ნიკანორ მელია დღეს ბრალის გასაცნობად არ გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამას კანონი ავალდებულებდა.

„კანონი ავალდებულებს პირს, დაბარებისთანავე გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოში, გაეცნოს დადგენილებას ბრალდების შესახებ. თუმცა, ნიკა მელიაარ გამოცხადდა. კანონი ავალდებულებს პირს, რომ გირაოში ყოფნის დროს უნდა დაიცვას კანონი, თუმცა მან კანონი არ დაიცვა. აქედან გამომდინარე, მოცემული სამართლებრივი სივრცე და შესაძლებლობები, ის მექანიზმები, რომლებიც არსებობს კანონმდებლობაში, სხვა გამოსავალს ამ ეტაპზე არ იძლევა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სასამართლო აუცილებლად გამოიყენებს პატიმრობას. ჩვენ გთხოვთ, მოგვცეთ შესაძლებლობა, რომ მივმართოთ სასამართლოს დასასამართლომ იმსჯელოს. რას გადაწყვეტს სასამართლო, ეს სასამართლოს შესაფასებელია“ - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930