გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველომ და კიდევ 6 ქვეყნის დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს სესია დატოვა

27-06-2019

საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთს სრულად აღუდგინეს უფლებამოსილება. სესია პირველმა დატოვა უკრაინის დელეგაციამ და მასთან ერთად საქართველოს, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და სლოვაკეთის დელეგაციებმა.


უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ არიევმა 7 ქვეყნის სახელით განაცხადა, რომ ისინი ბრუნდებიან სახლში, რათ კონსულტაციები გამართონ პარლამენტთან და მთავრობასთან, ასამბლეის შემდეგ სესიებზე „ერთობლივი მოქმედებების შემუშავებისთვის“.


რუსეთს ევროსაბჭოში უფლებამოსილება 2014 წლის შემდეგ ჰქონდა შეჩერებული ყირიმის ანექსიის გამო. აღნიშნულ ინფორმაციას „რია ნოვისტი“ ავრცელებს.





https://www.interpressnews.ge/ka/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930