გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე  მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

14-02-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებულები .. და .. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179- მუხლის მე-2 ნაწილისდა მე-3 ნაწილისქვეპუნქტით.

აღნიშნულზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც  „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 მაისს დაახლოებით 11:20 საათზე..-, .- და გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე უკანონოდ შეაღწიეს ..- და ..- ბინაში და ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგნის გამოყენებით..- და ..- მიმართ განხორციელებული სიცოცხლისთვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 5 000 ლარი, 7 955 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

სამართალდამცველებმა .. და .. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ .. და. .. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”-ნათქვამია განცხადებაში.                                                            

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031