გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ტელეკომპანია „იბერიაში“ მომხდარ ფაქტზე მიმდინარე გამოძიება შეიძლება გადაკვალიფიცირდეს

22-12-2017

„ამ შემთხვევას გარკვეული სპეკულაციები მოყვა. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა და რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევბს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის შესაბამისი რეაგირება მოყვება“-ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში მომხდარი დაპირისპირების შესახებ გააკეთა.

მინისტრის თქმით გამოძიება უკვე დაწყებულია და ჯერჯერობით 126-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა შეიძლება გადაკვალიფიცირდეს.

"სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ვალდებულება, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა ყველა მოქალაქის წინაშე და პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930