გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში არ მოხდეს შტურმებით და ხელისუფლების ცვლილების მცდელობა - ეს უნდა დასრულდეს

27-06-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, აქციის დარბევა "ქართული ოცნების" ხელწერა არაა, თუმცა მათი ხელწერა არის შტურმის და შეტევის დროს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა.

"ხოლო იქ თუ სადმე რაღაცას გადავაჭარბეთ და გადავამეტეთ, ჩვენი ხელწერა უნდა იყოს ამაზე სრული პასუხისმგებლობის აღება და პასუხის გება. სხვანაირად ჩვენ სამართლებრივ და ჯანსაღ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. სხვანაირად ჩვენ ყოველ ისტორიულ პერიოდში ვიქნებით ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების ცვლილების მონობაში და ტყვეობაში. ეს არ მოგვცემს არანაირ საშუალებას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული განვითარება. ეს არის სწორედ ის პასუხისმგებლობა, რომელზეც მე ვსაუბრობ და ეს ის პასუხიმგებლობაა, რომლის პირობებშიც ჯალათს თუ სისხლის მსმელს დამიძახებენ არანაირი მნიშვნელობა ამას ჩემთვის არ აქვს. მინდა ამაში დაგარწმუნოთ. ისევე, როგორც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აი ამ სავარძელში ვიჯდები თუ არა. არის მიზანი ყველაზე მნიშვნელოვანი და დღეს მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს ძალადობრივი თავდასხმებით, შტურმებით და პარლამენტის სხდომათა დარბაზის დაკავებით ხელისუფლების თუნდაც ცვლილების მცდელობა. ეს ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ სხვანაირად ვიქნებით აი ამ მოჯადოებულ წრეში. ერთი პერიოდიდან მერე მეორე, კიდევ ძალადობრივი ცვლილება მესამე და ასე შემდგომ. ასე ჩვენი დემოკრატიული განვითარება ვერ იქნება შედეგის მომტანი. სამწუხაროდ ეს ფაქტია და სამართალდამცავი სისტემა უნდა იყოს მზად, არა იმ შეცდომებით, როგორიც დღეს მოხდა, არამედ უფრო გამართულად და მოქალაქის ჯანმრთელობაზე კიდევ უფრო ზრუნვის მაღალი ხარისხით, მსგავსი მეთოდებით ხელისუფლების ცვლილების საშუალება არ მისცეს არავის, რომ არავის არც გაუჩნდეს სურვილი, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგას. ეს არის სახელმწიფო, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ჩვენ გვინდა, რომ გვერქვას სახელმწიფო. და თუ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა ისევე, როგორც მოქალაქეებმა დაცულად იგრძნონ თავი და განვითარდნენ. ეს არის მთავრობის და სამართალდამცავი სისტემის პასუხიმგებლობა“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930