გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა გოცირიძე: ლარის გამყარებას ეროვნული ბანკი რეზერვების შესყიდვით აფერხებს

29-06-2019

ეკონომისტი, ლაშა გოცირიძე ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკის მოქმედებას უკავშირებს. 

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ლარის გამყარების პროცესს აფერხებს.

"რუსეთიდან გამოცხადებული სანქციების შედეგად ბუნებრივად გაჩნდა გაუფასურების მოლოდინები და ეს აისახა კიდევაც ლარზე, მოხდა გაუფასურება, რამაც პიკს მიაღწია და შემდგომში დასტაბილურდა. რეალურად, ამ სანქციებს რა შედეგი ექნება, მომავალი გვიჩვენებს. მთავარი, ალბათ ყველამ დავინახეთ, რომ გვყავს ძალიან ტოკსიკური მეზობელი და უნდა შევეცადოთ ცხოვრება ვისწავლოთ ისე, ბიზნეს უერთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები ავაგოთ ისე, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ თავი ასეთი ტოქსიკური მეზობლისაგან. 

რაც სეეხება ლარის დევალვაციას, პირველ რიგში, უნდა მოვისმინით ეროვნული ბანკის პოზიცია, თუ რატომ აკეთებენ, რომ მას შემდეგ, რაც ლარი იწყებს შედარებით გამყარებას, გამყარების პროცესს რეზერვების შესყიდვით აჩერებენ. უკვე რამდენჯერმე იქნა შემჩნეული ეროვნული ბანკი ასეთ ქმედებებში" - აღნიშნავს ლაშა გოცირიძე „რუსთავი 2“-თან საუბარში.

ბოლო მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის კურსი ეროვნულმა ბანკმა 2.86 ლარით გასაზღვრა. გადამცვლელ ჯიხურებში კი ტაბლოები 2.85 ლარს უჩვენებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031