გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: "ქართული ოცნება" არ ჰყოფს მოქალაქეებს მომიტინგეებად, პოლიციელებად და პოლიტიკოსებად - ჩვენთვის ყველა ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია

29-06-2019

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ სგანგებო ბრიფინდგზე რუსთაველის აქციაზე დაშავებულთა მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ბევრი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და საჭიროა მოსახლეობამდე ობიექტური ინფორმაცია მივიდეს.

ბრიფინგის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროდ, საპროტესტო აქცია მოქალაქეების ჯანმრთელობის ზიანის გარეშე არ დასრულდა. დაზიანდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები.

ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მთავარი საზრუნავია, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა.

სამწუხაროდ, ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელთა ადამიანების ჯანმრთელობასა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ზუსტი და ობიექტური ინფორმაციით უზრუნველყოფა მოვახდინოთ. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი, მათ შორის 3 განაგრძობს მკურნალობას „რეგიონალურ ჰოსპიტალში“.

ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, საგრძნობლად გაუმჯობესდა, გადაყვანილია პალატაში და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან.

რაც შეეხება 2 პაციენტს, რომლებიც გადმოყვანილი არიან ალადაშვილის კლინიკიდან, ერთ-ერთ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და შემდგომი რეაბილიტაციისთვის იგეგმება მისი უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ მკურნალობა.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა დინამიკაში დადებითია.

პაციენტები პირველივე დღიდან აღნიშნავდნენ, თუ როგორ თავდაუზოგავად უწევდნენ შესაბამის დახმარებას ჩვენი მედიკოსები, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო.

აღსანიშნავია, რომ აქციის დაშლისას დაშავებული ყველა მოქალაქის და პოლიციელის მკურნალობას და საჭირო მედიკამენტებს სრულად უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობას და მის ხარჯებს ფონდი “ქართუ” სრულად აანაზღაურებს.

გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი ანტალიაში დასასვენებლად გაემგზავრა, რაც არის ასევე სიცრუე, ვინაიდან დაშავებულ სამართალდამცველს აქვს დაზიანებული შუბლის ძვალი და აღენიშნება ქალაშიდა ჰემატომა, რის გამოც ორშაბათს მას თურქეთში, კერძოდ სტამბოლში ჩაუტარდება რიგით მე-3 ოპერაცია. ხოლო, მეორე სამართალდამცველს აქვს თვალის გუგის ტრავმული დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მისი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, გადაყვანილია თურქეთის რესპუბლიკაში, „აჯიბადემის“ ჰოსპიტალში.

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ, იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ ყოფს მოქალაქეებს მომიტინგეებად, პოლიციელებად და პოლიტიკოსებად. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია, რისთვისაც ძალისმხევას არ დავიშურებთ" - განაცხადა საგანგებო ბრივინგზე დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930