გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის შეხვედრა გაიმართა

30-06-2019

aშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას საზღვარზე მდებარე დემილიტარიზებულ ზონაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შეხვდა. 


„მიხარია შენი ნახვა კიდევ ერთხელ“, - მიმართა ტრამპმა კიმ ჩენ ინს.


აშშ-ს პრეზიდენტმა სადემარკაციო ხაზი გადაკვეთა და ჩრდილოეთი კორეის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც უკან, დემილიტარიზებულ ზონაში დაბრუნდა.


„ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტია, რომელიც გვეწვია. ეს ადასტურებს მის სურვილს, რომ ვიმუშაოთ უკეთეს მომავალზე“, - ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა განაცხადა.


ტრამპი დემილიტარიზებულ ზონაში ვერტმფრენით ჩაფრინდა. ეს ტრამპისა და კიმ ჩენ ინის უკვე მესამე შეხვედრაა. პირველი ისტორიული სამიტი 2018 წელს სინგაპურში გაიმართა.




https://www.interpressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930