გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩუგოშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზციური ძალა ქვეყანაში

30-06-2019

"მე ვერ გამოვრივხავ, რომ იყოს რამდენიმე უმრავლესობის წევრი, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა", - ამის შესახებ პარლამენტის თამვჯდომარის მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებთ განაცხადა.


თამარ ჩუგოშვილი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხვალინდელ შეხვედრაზე, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იმსჯელებენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მიწვეული. ჩუგოშვილის თქმით, მათ კონსტულაციებსითვის ყველა პარტია მიიწვიეს.


„ჩვენ ყველა პოლიტიკური ძალა გვყავს მოწვეული. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვით და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის განცხადებაში თქვა და ეს არის შეჯერებული პოზიცია პოლიტიკური პარტიის, რომ ინდივიდებთან, რომლებიც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და რომლებიც სახელმწიფოს დამხობისაკენ აკეთებენ მოწოდებებს, პირადად მათთან ჩვენ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს არ ვაპირებთ, მაგრამ ეს შეეხება კონკრეტულ სახელებს და გვარებს და არა პარტიებს.


„ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთ-ერთი მთავარი ოპოზციური ძალა ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მათ თუ აქვთ სურვილი ამ შეხვედრაზე მოსვლის ან საუბრის ამის პრობლემა არ ექნებათ. თუ არ ექნებათ მოსვლის და საუბრის სურვილი, არც ეს იქნება პრობლემა, ეს მათი არჩევანი იქნება“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.




https://www.interpressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930