გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ქათამაძე: ეს იყო ჩემი ბოლო კონცერტი რუსეთში! პუტინი ჩემი ქვეყნის მტერია!

30-06-2019

მომღერალი ნინო ქა­თა­მა­ძე პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მოს­კოვ­ში, ყო­ველ­წლი­ურ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ Усадьба Jazz-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს.


მომ­ღერ­ლის თქმით, კოც­ნერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი უსი­ნათ­ლო 9 წლის გო­გოს გამო ვერ თქვა და აღ­ნიშ­ნავს, რომ "ეს მისი ბოლო კონ­ცერ­ტია რუ­სეთ­ში".


ქა­თა­მა­ძე ასე­ვე თბი­ლის­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ბო­ლოდ­რო­ინ­დელ მოვ­ლე­ნებ­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და შს მი­ნისტრს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მის­კენ მო­უ­წო­დებს.


"ჩემო ძვირ­ფა­სო მსმე­ნე­ლო და უმაგ­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბო ვინც 10 დღეა აპ­რო­ტეს­ტებთ, ძა­ლა­დო­ბას და უსა­მარ­თლო­ბას, პირ­ველ რიგ­ში მოგ­მარ­თავთ თქვენ. ჩემი გული, ჩემი სი­ტყვა, ჩემი ხმა და პრო­ტეს­ტი თქვენ­თან არის! ჩემი სი­ჩუ­მე არ ნიშ­ნავს იმას რომ რა­ი­მე მქონ­და სა­ფიქ­რა­ლი და გა­და­სა­წყვე­ტი, პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან ვგრძნობ იმას რა­საც თი­თო­ე­უ­ლი თგვენ­გა­ნი გავ­რი­ლო­ვის სპი­კე­რის სა­ვარ­ძელ­ში ხილ­ვი­სას! არა­სო­დეს არ მომ­რი­დე­ბია ძა­ლა­დო­ბი­სა და უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა, არა­სო­დეს არ და­მე­ზა­რა და ჩემი ხმით, ქარ­თუ­ლად მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ნა­წილ­ში და მათ შო­რის რუ­სეთ­შიც ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, პუ­ტი­ნი ჩემი ქვეყ­ნის მტე­რი და მა­შა­სა­და­მე ჩემი მტე­რიც! ერ­თია ჩემი სა­გას­ტრო­ლო გრა­ფი­კი და მე­ო­რეა ჩემი ში­ნა­გა­ნი შეგ­რძნე­ბა ჩემი ქვეყ­ნის, ქარ­თუ­ლი სი­ტყვის, მუ­სი­კის წი­ნა­შე.


ჩემს ხელ­ში მხო­ლოდ ეს ია­რა­ღია, მხო­ლოდ ამით შე­მიძ­ლია ვუ­თხრა ჩემს მსმე­ნელს ის ტკი­ვი­ლი რაც ჩემს ქვე­ყა­ნას სტკი­ვა, იმ უმა­რავ მსხვერ­პლს რაც სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­ღია თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, კი­დევ რა­მო­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდას თვა­ლის ჩინი და­ე­მა­ტა და ადა­მი­ნი რო­მე­ლიც ამ წუ­თამ­დეა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, თი­თო­ე­ლი მტკი­ვა და თი­თო­ელს ვგრძნობ დღე და ღამე! ბო­დიშს ვიხ­დი ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო რომ არ ვი­დე­ქი თქვენ­თან ერ­თად იმ ღა­მეს, რომ ვერ და­გი­ცა­ვით ფი­ზი­კუ­რად და ერთ ტყვი­ა­შიც ვერ შე­გე­ხი­დეთ, არ­ჩე­ვა­ნი რომ მქონ­დეს უყოყ­მა­ნოდ მი­ვი­ღებ­დი ყვე­ლა იმ ტყვი­ას რაც თი­თო­ე­ულ თქვენ­განს მოგ­ხვდათ ოკუ­პა­ცი­ის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის­თვის. დიახ რა თქმა უნდა გა­ხა­რია უნდა გა­დად­გეს და ეს მო­თხოვ­ნა სრუ­ლი­ად ჯან­სა­ღი და ლე­გი­ტი­მუ­რია. ზუს­ტად მეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­სა­ღი კრი­ტი­კა ჩემს მი­მართ და ვი­ზი­ა­რებ თი­თო­ელ შე­ნიშ­ვნას, ამ პოს­ტის შემ­დე­გაც მზად ვარ მო­ვის­მი­ნო და წა­ვი­კი­თხო ყვე­ლას აზრი თუნ­და ყვე­ლა­ზე მძი­მე ფორ­მით გად­მო­ცე­მუ­ლი! ჩემი ცხოვ­რე­ბის უმ­ძი­მე­სი დღე 20 ივ­ნი­სი და უმ­ძი­მე­სი კონ­ცერ­ტი 22 ივ­ნი­სი, რო­მელ­ზეც უარი მხო­ლოდ უსი­ნათ­ლო 9 წლის გო­გოს გამო ვერ ვთქვი.



მე ამ კონ­ცერ­ტზე ვთქვი და თქვენც მინ­და გი­თხრათ, ეს ჩემი ბოლო კონ­ცერ­ტი იყო რუ­სეთ­ში!!! მინ­და რომ იმ ახალ­გაზ­რდებს რო­მე­ლიც 10 დღეა ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში 19:00 სა­ა­თი­დან იკ­რი­ბე­ბი­ან ვუ­თხრა: არას­დოს ჩემს გულ­ში სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი არ ყო­ფი­ლა, არა­სო­დეს რუ­სუ­ლად არ მიმ­ღე­რია, არა­სო­დეს სამ­თავ­რო­ბო (რუ­სეთ­ში) და­ფი­ნან­სე­ბულ კონ­ცერ­ტი­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, არ მიმ­ღე­რია არც ერთი რუსი პო­ლი­ტი­კო­სის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. ჩემი მუ­სი­კა ეკუთ­ვნის უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნებს გა­ნურ­ჩევ­ლად, ეროვ­ნე­ბი­სა, რა­სი­სა, რე­ლი­გი­ი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ორინ­ტა­ცი­ი­სა! ამ პოს­ტით მინ­და ჩემი პრო­ტეს­ტი გა­მოვ­ხა­ტო პირ­ველ რიგ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ, შე­უ­ერ­თდე მო­თხოვ­ნას რომ გა­ხა­რია უნდა გა­დად­გეს! რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია, პუ­ტი­ნი ჩვე­ნი სა­ერ­თო მტე­რი! თი­თო­ე­ლი თქვენ­გა­ნის სა­ხის და­ნახ­ვი­სას, თო­თო­ე­ლი თქვე­ნი ქცე­ვი­სას ყუ­რებ­ში მკა­ფი­ოდ ჩა­მეს­მის დიდი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ხმა: “მე ვარ ქარ­თვე­ლი და მა­შა­სა­და­მე ვარ ევ­რო­პე­ლი”. მხო­ლოდ თქვენ ხართ ნა­თე­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ევ­რო­პე­ლი ქარ­თვე­ლი­სა, თქვენ და­ამ­ტკი­ცეთ რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ევ­რო­პა­შია და ამას ვე­რა­სო­დეს ვე­რა­ვინ ვე­ღარ შეც­ვლის. უდი­დე­სი მად­ლო­ბა თქვენ ამის­თვის, ქედს ვიხ­რი თქვე­ნი თავ­და­დე­ბის წი­ნა­შე", - ამ­ბობს ქა­თა­მა­ძე.




https://www.ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930