გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებულ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო

14-02-2018

იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის ხელმძღვანელობით სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ სხდომის მონაწილეებს 2015-2017 წლებში აფხაზეთის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა. შეხვედრაზე განიხილეს იმერეთის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და ყოფითი პრობლემები. იმერეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მხრიდან სხდომაზე გაჟღერებული საკითხების მოსაგვარებლად მზაობა გამოითქვა.
,,მივესალმები და მინდა მადლობა გადავუხადო იმერეთის გუბერნატორს და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაზე ზრუნვისა და თანადგომისთვის, რომელთა მიმართ ყურადღება იზრდება. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მიზნები თანხვედრაშია დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად „- განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლები, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, იმერეთის რეგიონის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ვიცე გუბერნატორი, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930