გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული გამოცდების პირველ დღეს აბიტურიენტთა 92% გამოცხადდა

1-07-2019

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩასაბარებლად აბიტურიენტების 92% გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.


გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო. ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში.

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აბიტურიენტებს მიმართა და წარმატება უსურვა.


ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყო.


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო ხულოსა და ბათუმში დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა.


ერთიანი ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.


https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031