გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კუკავა: პოლიტიკური ველის გახსნის პირველი ნიშნები ჩანს, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული

2-07-2019

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოსთვის ისტორიული გარღვევა იქნება. ძალიან ბევრი წლის შემდგომ, შედგა პირველი პრეცედენტი რომ ხელისუფლება და ოპოზიცია რაღაცაზე შევთანხმდით“, - განაცხადა პარტია „თავისუფალი საქართველოს ლიდერმა, კახა კუკავამ, ტელეკომპანია "იმედის" თოქშოუში „პირისპირ“.


მისი თქმით, რეალურად პირველად ხდება პოლიტიკურ სივრცეში, როდესაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია.


„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ როგორც ყველა დასავლური დემოკრატის ქვეყანაში, ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა კონსტიტუცია, საარჩევნო მოწყობა, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები, გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ კონსენუსით. ქვეყნის მიმდინარე მართვის საკითხებს, ვის დანიშნავენ ინფრასტრუქტურია მინისტრად, მთავრობა ჩვენ არ შეგვითანხმებს. ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ასეთივე წესით მივიღოთ საარჩევნო კოდექსი, ასეთივე წესით გადავწყვიტოთ კრიზისი, რომელიც შექმნილია სასამართლო სისტემაში. ეს იქნება ისტორიული ნახტომი. ჩვენ ამოვხტებით უზბეკეთის და თურქმენეთის კალათიდან და ჩავჯდებით, სადაც არიან ესტონელები და ლიტველები . თუ ეს მართლაც მოხერხდა, რაც დღეს დავიწყეთ, ეს ალბათ ერთწლიანი ციკლი იქნება, რომ წრედი შეიკრას, ეს იქნება ისტორიული გარღვევა საქართველოსთვის“, - განაცხადა კახა კუკავამ.


მისივე თქმით, პოლიტიკური ველის გახსნის პირველი ნიშნები ჩანს, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.


„პოლიტიკური ველის გახსნა არის ის, რომ მედიამ პოლიტიკური სუბიექტები თანაბარ სასტარტო პირობებში ჩააყენოს, დაფინანსება მარტო ორ პარტიაზე არ ნაწილდებოდეს და ა.შ. მე იმედი მაქვს, ერთი წლის მანძილზე ყველა გავაცნობიერებთ, რომ რაც უფრო მეტად იქნება ველი გახსნილი, მით უფრო დაცული ვიქნებით იმ ტიპის კრიზისისგან, რაც ჩვენ 20 ივნისს მივიღეთ რუსთაველის გამზირზე. ეს იყო დაკეტილი ველის შედეგად მიღებული“, - განაცხადა კუკავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930