გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირზე დღეს ითამაშებს

2-07-2019

ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს უიმბლდონის ტურნირზე ითამაშებს. ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ მეტოქეს ჯეიმს უორდს თბილისის დროით 14:00 საათზე დაუპირისპირდება.


ბასილაშვილი უიმბლდონზე მე-18 ნომრად არის განთესილი. ქართველი სპორტსმენი ტურნირს ოთხმატჩიანი წაგებათა სერიით ხვდება.


ბასილაშვილსა და უორდს შორის გამარჯვებული მეორე წრეში ბრიტანელ დანიელ ევანსსა და არგენტინელ ფედერიკო დელბონისს შორის მოგებულს შეხვდება.


უიმბლდონი 1 ივლისს დაიწყო და 14 ივლისამდე გაგრძელდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 38 მილიონი ფუნტი სტერლინგია.




https://imedinews.ge/ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031