გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი დეპორტაცია მხოლოდ დასაწყისია

15-02-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი დეპორტაცია ოპოზიციური ძალების მიმართ ბრძოლის დასაწყისია.

 

ამის შესახებ მან ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

როგორც „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი განმარტავს, ერთიან ოპოზიციას ვერაფერს უზამენ, ხოლო ცალ-ცალკე ზოგს მასზე უარესი ბედი ელის.

 

"ახლა, როგორც არასდროს გაერთიანების დროა. ჩემი დეპორტაცია მხოლოდ დასაწყისია. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ყველა ოპოზიციურ ძალას გაუსწორდეს. ჩემს არყოფნაში გაჩნდა შესაძლებლობა ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საპროტესტო მოძრაობა. თუკი ახლა ოპოზიცია გვერდიგვერდ დადგება, ჩვენ ვერ გაგვტეხენ. ცალ-ცალკე კი ბევრს ჩემზე უარესი ბედი ელის. მე მიცნობენ მსოფლიოში. რა მოუვა იმ ადამიანებს, რომლებიც ადგილზე ებრძვიან კორუფციას და გავლენა არ აქვთ? მათ უბრალოდ გაანადგურებენ. შექმნილ ვითარებაში ერთადერთი რაც გვრჩება გაერთიანებაა და საერთო ძალებით ბრძოლაა. მსოფლიო საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ გარდა ხელისუფლებაში მყოფი დანაშაულებრივი დაჯგუფებისა, უკრაინაში არსებობს ხალხი, რომელიც მათ ქმედებებს არ ეთანხმება,"-განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930