გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლია კრიალაშვილი: აშკარად იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 20 ივნისის ღამე და მადლობა გახარიას, რომ გადაგვარჩინა ძალიან დიდ უბედურებას

3-07-2019

რა თქმა უნდა, აშკარად იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 20 ივნისის ღამე და მადლობა გახარიას, რომ გადაგვარჩინა ძალიან დიდ უბედურებას, – ამის შესახებ ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში, 2009 წლის 20 მაისს ტრაგიკულად დაღუპული გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დაბრუნება გამორიცხულია და ამას შეეწირებიან.

,,ხალხი, ვინც იდგა, ახალგაზრდები, სამართლიანად აპროტესტებდნენ, მაგრამ როგორც სჩვევიათ ,,ნაციონალებს” რევანშით უნდოდათ ხელისუფლებაში მოსვლა. ეს არ მოხდება და ამის შანსი არ აქვთ, ჩვენ ვართ ბევრნი, ვინც დავიცავთ ამ ქვეყანას მათი რეჟიმისგან, აღარ დავახოცინებთ ჩვენს შვილებს, დებს, მეუღლეებს, მე თვითონ ვიყავი ვეტერანების დარბევის დროს, 26 მაისსაც.. მაოცებს ის, რომ კაცი, რომელიც ითხოვდა 2 გვამს და გასცემდა დიდ პრემიებს ამ გვამებში, დღე ის კაცი აკეთებს განცხადებებს, რომ აღშფოთებულია იმით, რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა. მაშინ არ ეწვოდა გული ვანოსაც და მიშასაც რომ ხოცავდნენ ხალხს? სწორედ მათ დათხარეს 20 ივნისსაც თვალები იმ ბავშვებს, შევეწირები და ,,ნაცებს” აღარ დავაბრუნებთ,”- განაცხადა ლია კრიალაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031