გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: მთელმა საზოგადოებამ გადაიხადა ამის ფასი, რაც იქ უპასუხისმგებლო ადამიანებმა გააკეთეს იმ დღეს

3-07-2019

„მთელმა საზოგადოებამ გადაიხადა ამის ფასი, რაც იქ უპასუხისმგებლო ადამიანებმა გააკეთეს იმ დღეს - ეს ფასი გადაიხადეს პოლიტიკოსებმა, გადაიხადა ირაკლი კობახიძემ, გადაიხადეს ახალგაზრდებმა, რომლებიც დაშავდნენ, ჟურნალისტებმა და პოლიციელებმა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ TV პირველის“ პირდაპირ ეთერში, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

„მთელი საზოგადოების რეაქცია არის არა ძალადობას და არა ძალადობრივ სცენარს. ახლა უნდა გავარკვიოთ ვინ იყო ამ ძალადობრივი სცენარის ორგანიზატორი და ვინ მოუწოდებდა ამ ხალხს ძალადობისკენ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, გამოკითხული იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების დროს, შესაძლოა, ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებდა.

„გამოძიება არის დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც მოიცავს მასობრივი არეულობისკენ მოწოდებას, წაქეზებას და ამ საქმის ფარგლებში, ყველა ის ადამიანი, ვინც, შესაძლოა, მონაწილეობდა, მოუწოდებდა და აქეზებდა ადამიანებს ძალადობისკენ, იქნება გამოკითხული და მოხდება დამნაშავეების იდენტიფიცირება. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იქნება ერთზე მეტი ადამიანი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პირადად, მაქვს განცდა, რომ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც დაკავება-არ დაკავებაზე, სადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შეფასებაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები და არა პოლიტიკოსები“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

გამოკითხვა
თქვენი აზრით, გაამართლა თუ არა ტაქსების რეფორმამ დედაქალაქში?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031