გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლილოს პოლიგონზე ნარჩენების გადამუშავების პროექტს ბელგიური კომპანია მოამზადებს

3-07-2019

ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დასრულებულ უჯრედებში ბიოგაზის მოპოვებისა და მის ღირებულ პროდუქტად გარდაქმნის კონცეპტუალურ პროექტს ბელგიური კომპანია „ჯეო კონსულტანტი“ მოამზადებს - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

კახა კალაძის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ნარჩენების პოლიგონის გამართულ ფუნქციონირებას და ამ გზით დედაქალაქის ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას. 

„არაერთხელ გვისაუბრია ეკოლოგიაზე და იმაზე, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს. რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, ის არის უმძიმეს მდგომარეობაში და თუ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. 

არსებული ნაგავსაყრელი ფაქტობრივად შევსებულია, იქ არის ძალიან დიდი მასა ნარჩენების, შესაბამისად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ნარჩენებიდან მივიღოთ პროდუქტი, ამ შემთხვევაში ბუნებრივ აირზე არის საუბარი. 

ზოგადად დაგეგმილი გვაქვს სეპარირება. პირველ საპილოტე პროექტს ჭავჭავაძის გამზირზე ვგეგმავთ. გვინდა, რომ მიწის ქვეშ განთავსდეს სეპარაციის ურნები და ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. ანალოგიური მიდგომა გვექნება ყველა რაიონში და ყველა უბანში. ამაზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კონცეპტუალური პროექტი მოიცავს დეტალურ პროექტირება-მშენებლობას, რომლის სავარაუდო დასრულების თარიღია 2021 წელი. მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება 2019 წლის სექტემბრის თვეში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930