გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: ჩვენთან უნდა ჩამოვიდეს ევროპელი, რუსი, ყაზახი, ჩინელი თუ სხვა ქვეყნის ტურისტი და ღია ვართ მათ მისაღებად

3-07-2019

„ტურისტული პოლიტიკის თითოეული ჩვენი პროგრამა არის მიმართული იქითკენ, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტი ტურისტი ეწვიოს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ევროპიდან. მოგეხსენებათ, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ გააფართოვა ფრენები - 12 ახალი პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით არის ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის ევროპიდან ტურისტი ჩამოვიდეს“ - განაცხადა ნათია თურნავამ მედიის წარმომადგენლებთან.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სექტორში მოსალოდნელი დანაკლისის ევროპელი ტურისტებით ჩანაცვლება, მინისტრმა განმარტა, რომ ჩანაცვლებაზე კი არა, უნდა ვისაუბროთ, ზოგადად, ტურისტების რიცხვის ზრდაზე და დავრჩეთ ისევ ისეთი ნაირფეროვანი ბაზარი და ქვეყანა ვიზიტორებისთვის, როგორებიც ვართ.


„ჩვენთან უნდა ჩამოვიდეს ევროპელი, რუსი, ყაზახი, ჩინელი თუ სხვა ქვეყნის ტურისტი და ღია ვართ მათ მისაღებად. ვიცით სხვადასხვა ქვეყნის ტურისტის მიდგომა - მაგალითად, ევროპელი არ არის ისეთი ყაიდის ტურისტი, რომელიც ბოლო მომენტში გეგმავს ვიზიტს, აქედან გამომდინარე, თუ გვაინტერესებს სიმართლე, წლის ბოლომდე რაიმე ჩანაცვლებაზე საუბარი იქნება მიამიტობა. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენს ბაზარზე ადგილი მოიპოვება ყველასთვის - მათ შორის რუსი და ევროპელი ტურისტებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930